დაბა აგარაში დღეს კომპანია “აგარის შაქრის” თანამშრომლები გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავენ და ქარხნის ამუშავებას მოითხოვენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ინფორმაციით,„აგარის შაქარი“ მეხუთე თვეა გაჩერებულია.
„ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას – ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს და მთელი დასახლება, რომელიც სწორედ ამ ერთადერთი ქარხნის მუშაობაზეა ფინანსურად დამოკიდებული, უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქციის მონაწილეები სახელმწიფო ჩართულობას და პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ“, – აცხადებენ დარგობრივ პროფკავშირში.
მათივე თქმით, გამაფრთხილებელ აქციას გაფიცვით უერთდება დასახლებაში მდებარე ყველა სავაჭრო და კომერციული ობიექტი.