LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგათა კრისტის ნაწარმოებების მიხედვით ახალ სერიალს გადაიღებენ

263

სტუდია CBS ახალ სერიალზე მუშაობს, რომელიც ლეგენდარული დეტექტივების ავტორის – აგატა კრისტის ნაწარმოებების ცნობილი გმირის, მისს მარპლის ისტორიებზე იქნება შექმნილი. ინფორმაციას Variety ავრცელებს. დეტექტიური დრამის რეჟისორი დევიდ ვოლსტენკროფტი იქნება, ხოლო პროდიუსერის ამპლუას მწერლის შვილიშვილი, მეთიუ პრიჩარდი შეითავსებს.

სერიალში „მარპლი“ მოვლენები ახალგაზრდა ქალის გარშემო ვითარდება, რომელიც მკვლელობებს იძიებს. წიგნისგან განსხვავებით, მარპლის პერსონაჟი სერიალში ბევრად ახალგაზრდა იქნება. სიუჟეტის მიხედვით, ის კალიფორნიის პატარა ქალაქში ბებიის წიგნის მაღაზიის მფლობელი ხდება და საიდუმლოებით მოცულ მკვლელობებს იძიებს.

CBS-ის პირველი სერიალი აგათა კრისტის ნაწარმოებების მიხედვით 1984-1992 წლებში გადიოდა და მასში მთავარ როლს ჯოან ჰიკსონი ასრულებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g