LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილი ნილოსზე“ – აგატა კრისტის გახმაურებული რომანის ახალი ეკრანიზაცია

1058
117955462-327477711964052-7701312856025173326-n

მალე ეკრანებზე აგატა კრისტის ცნობილი რომანის, „სიკვდილი ნილოსზე“ ახალი ეკრანიზაცია გამოდის. ამჯერად ინტერნეტში პირველი თრეილერი გავრცელდა, ლეგენდარული რომანის ეკრანიზაცია რეჟისორმა კენეტ ბრანამ ჩაიბარა, ის თავადვე შეასრულებს ერკულ პუაროს როლს. მასთან ერთად კინოსურათში მთავარ როლებს გალ გადოტი, არმი ჰამერი, როუზ ლესლი, ანეტ ბენინგი და ლეტიშია რაიტი ასრულებენ.

ფილმი ეკრანებზე 22 ოქტომბერს გამოდის. ის ლეგენდარული დეტექტივის, ერკულ პუაროს ეგტვიპტეში მოგზაურობის ისტორიას გვიყვება, სადაც მას მორიგი მკვლელობის გახსნა მოუწევს. ამ დრომდე აგატა კრისტის „სიკვდილი ნილოსზე“ რამდენჯერმე გადაიღეს. ყველაზე პოპულარული კი 1978 წლის ვერსიაა, სადაც მთავარ როლს პიტერ უსტინოვი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები