LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილი ნილოსზე“ – აგათა კრისტის ცნობილი დეტექტივის ერთი ამოსუნთქვით სანახავი ახალი ეკრანიზაცია

270
peoplenews

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში რეჟისორ კენეტ ბრანას მიერ გადაღებული ახალი ფილმის, „სიკვდილი ნილოსზე“ თრეილერი გავრცელდა. ეს გახლავთ აგათა კრისტის ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც პუაროს სერიების გაგრძელებას წარმოადგენს. ლეგენდარული დეტექტივის როლს ეკრანზე ამჯერადაც კენეტ ბრანა ასრულებს, ისვეე როგორც ფილმში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“.

ახალ თრეილერს უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. ფილმში მთავარ როლებს არმი ჰამერი, ლეტიშა რაიტი, გალ გადოტი, ანეტ ბენინგი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.

სიუჟეტის მიხედვით, მრავალ მილიონიანი ქონების მემკვიდრე, ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ „კარნაკით“ ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი, პუარო ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღს და მიზეზსაც, მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.

ახალი ფილმის ულამაზესი ხედებით, ცნობილი მსახიობებითა და სპეც-ეფექტებით მართლაც გულგრილს არავის დატოვებს, განსაკუთრებით კი, დეტექტივების მოყვარულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები