აღარ გვინდა, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
„ცოდვილი ვარ და შემრისხეთ. ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა, ბატონო ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები. მილიონები, რასაც ისინი შეექცევიან, უნდა გადავისროლოთ მასობრივი სპორტის დასაფინანსებლად. ჯანმრთელი მომავალი თაობა მაინც გვეყოლება“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის დღეს, საქართველოს რაგბის კავშირმა “ფეისბუქ” გვერდზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა.
საქართველოს რაგბის კავშირი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
https://www.facebook.com/shalvanatelashviliofficial/posts/2686416394811305?__cft__[0]=AZUTzZwOjAq5tackFCuNw36UKPNdxVMOuXpcuCKkGz_jr8qTEsoUjeuBH8t4GW4PA0FaOvdahTuNfWkfEaT1SsMTAfIe7DN9w3HIbq9vfhK8-0rlghQ-JxgUz0u8_wXnEBB8UbwNecsKViMvNxjtH89IAwIBsDVK-TXwwhl3MSV5PWVu7nvSmnL4I55Ljo1gmqY&__tn__=%2CO%2CP-R