ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს კიდევ ერთი ქართველი სამხედროს ფოტოს, რომელიც დღეს დაიღუპა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ხმალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რადგან უკრაინიდან კარგს ვერაფერს აცნობებს:
„აღარ მინდა ამ ყველაფრის მოწმე ვიყო. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვიზიარებ, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მაპატიეთ. კარგს ვერაფერს რომ ვერ გაცნობებთ“, – წერს ხმალაძე.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 24-ე სამხედრო დაიღუპა.
როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს საჭირო პროცედურები.
„საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და მიმდინარეობს საჭირო პროცედურები“, – განუცხადეს „ფორტუნას“ უწყებაში.