LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი და ისინი გამარჯვებულები არიან გმირული აღსასრულის შემდეგაც

88
BeFunky-collage (2)

უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი და ისინი გამარჯვებულები არიან გმირული აღსასრულის შემდეგაც,– ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მიხეილ ყაფლანიშვილის და ალექსანდრე მარტიაშვილის სახელები სამარადისოდ დარჩება ქართველი და უკრაინელი ხალხების გულებში.

„თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი ბრძოლაში შესვლის წამიდან გამარჯვებულია. უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი და ისინი გამარჯვებულები არიან გმირული აღსასრულის შემდეგაც.

გმირებს ნუ შეეჭიდები, სიკვდილო დამარცხდებიო, – წერია ერთ ქართულ ლექსში.

მიხეილ ყაფლანიშვილთან და ალექსანდრე მარტიაშვილთან ბრძოლაში სიკვდილი დამარცხდა, რადგან მათი სახელები სამარადისოდ დარჩება ქართველი და უკრაინელი ხალხების გულებში. დიდება გმირებს!“- აღნიშნავს სააკაშვილი.

გუშინ, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მითხრა, არ ინერვიულო, როგორც კი „წითელი ზონიდან“ გამოვალ, დაგიკავშირდებიო – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე

უკრაინაში ომს ემსხვერპლა 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი გარდაიცვალა

ლუგანსკში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილია.

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები