LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მითხრა, არ ინერვიულო, როგორც კი „წითელი ზონიდან“ გამოვალ, დაგიკავშირდებიო – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე

98
BeFunky-collage (2)

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მიხეილ ყაფლანიშვილის მეუღლე, ია მელქაძე აცხადებს, რომ მეუღლეს დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე ელაპარაკა.

„ბოლოს, გუშინწინ, საღამოს 9 საათზე ველაპარაკე და მითხრა, რომ უნდა წასულიყვნენ “წითელი ზონა” არისო. მითხრა, გამორთული მექნება ინტერნეტიც, ტელეფონიც, არ ინერვიულო და როგორც კი გამოვალ დაგიკავშირდებიო. გუშინ საღამოს, 7 საათზე ვანო ნადირაძემ გამაგებინა, რომ დაიღუპა“, – აცხადებს ია მელქაძე „მთავარ არხთან“ საუბრისას.

გუშინ, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში ომს ემსხვერპლა 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი გარდაიცვალა

ლუგანსკში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილია.

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g