LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარ ვაპირებ აბუ დაბის ინციდენტზე საჯაროდ საუბარს… მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს გვერდში დაგვიდექით“ – რა მიმართვას ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი

151
ლაშა გაბიტაშვილი

„სალამი მეგობრებო, დავბრუნდი ფეისბუკზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს გვერდში დაგვიდექით“, – ამის შესახებ ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში საჯარო მიმართვას ავრცელებს:

„ძალიან უცხო და სასიამოვნო იყო ამდენი ხალხის ასეთი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი მთელი ეს პერიოდი.


განსაკუთრებული მადლობა ფროსფერითი ჯორჯიას, ნიკას და ჯაბას, რომელთაც ამ ინციდენტამდე საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდში. მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ-დაბის სასამართლოში.
მადლობა სანდრო ბარამიძეს – ძალიან კომპეტენტური სამართლებრივი რჩევებისთვის.
ასევე მადლობა „დაიტოვე“-ს მთელ საზოგადოებას, რომლებიც ასე განიცდიდნენ ჩემს ამბავს და მგულშემატკივრობდნენ.

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

და ბოლოს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი.

ვიცი, რომ საზოგადოებაში არის კითხვები მომხდართან დაკავშირებით – ამასთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მქონდა „რადიო თავისუფლებასთან“ და დღეს შეძლებთ რომ იხილოთ.

კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო მთელს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის მიმართ.

სრულად ვიზიარებ მოთხოვნებს:

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!
ვითხოვთ ახალ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს!

ვთვლი, რომ მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ორი მოთხოვნის შესრულებას და გამარჯვებად ვერ ჩაითვლება სხვა ვერაფერი. აქედან გამომდინარე აღარ ვაპირებ აბუ დაბის ინციდენტზე საჯაროდ საუბარს.

მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით“, – წერს ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

ცნობისათვის, 13 იანვარს აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი 12 იანვარს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

სალამი მეგობრებო, დავბრუნდი ფეისბუქზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს…

Posted by Lasha Gabitashvili on Wednesday, January 29, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g