LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარ ვაპირებდი ამ როლის შესრულებას“ – გაიგეთ, რამ გადააწყვეტინა კრის ნოტს „სექსი დიდ ქალაქში“ დაბრუნებულიყო

166
Untitledt

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გადაღებები უკვე დაიწყო. სულ მალე გოგონების ახალი, თავბრუდამხვევი  თავგადასავლები გველოდება.

20 წლის შემდეგ კვლავ ერთად - „სექსი დიდ ქალაქში“ გადაღებები დაიწყო - უახლესი ფოტო

გოგონებს სამანტას როლის  შემსრულებელი, კიმ კეტროლი გამოაკლდება, სამაგიეროდ ვიხილავთ ბევრ ახალ სახეს

როგორც ცნობილია, სერიალში მამაკაცები სრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. მიუხედავად იმისა, რომ კრის ნოტი „მისტერ ბიგის“ როლის შესრულებას აღარ აპირებდა, ის საბოლოოდ მაინც დათანხმდა ქერის ცხოვრების მთავარი მამაკაცის როლის მორგებას.

სულ ცოტა ხნის წინ მან ინტერვიუში განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო სერიალში დაბრუნებულიყო, რადგან ფიქრობდა, რომ საკუთარი თავი ამოწურა, თუმცა სცენარის წაკითხვის შემდეგ აზრი რადიკალურად შეიცვალა.

„არც განმიხილავს სერიალში დავბრუნებულიყავი, ვფიქრობდი, რომ ახალს ვეღარაფერს გავაკეთებდი და საკუთარი თავი ამოწურული მქონდა, თუმცა მოლაპარაკებების და სერიალის სცენარის გაცნობის შემდეგ აზრი შემეცვალა“, – განაცხადა კრის ნოტმა.

როგორც ჩანს, წინ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გველოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები