LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგენა ტურიზმის სექტორში – იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან 114 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ

83
18675090-1532818173418377-1658535164-o

2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114 022 899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% -ით აღდგენაა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 103 663 879 (+1,007%) აშშ დოლარით არის გაზრდილია.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2022 წელს პოზიტური ტენდენცია ნარჩუნდება ვიზიტორების კუთხით. 2022 წლის იანვარში საქართველოში 199 393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა 471%-ს შეადგენს. მათი ცნობით, 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163 615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა 456%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები