LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომას საქართველოში 201 ბავშვი დაიბადა

966
93567647-104490887908383-2639172908500385792-n

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღდგომა დღეს საქართველოში 201 ბავშვი დაიბადა. ლევან რატიანი ამის შესახებ პირად ფეისბუქ გვერდზე წერს. ის ახალშობილების ფოტოსაც აქვეყნებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში 21 მარტიდან იმყოფება. აღნიშნული შეზღუდვებისა და სიტუაციის ფარგლებში, ქვეყნის საავადმყოფოები გადასულია ინფექციის მიმღებ დაწესებულებად. მათ შორის არის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სამედიცინო კლინიკები. ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, გარდა დაინფიცირებული პაციენტების მიღებისა, სხვა დაავადებათა და შემთხვევათა მიმღებად რამდენიმე საავადმყოფო დასახელდა. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის მიმღებად ითვლებიან საავადმყოფოები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ჯანდაცვის უწყების ინფიორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოქალაქეებმა ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ, დანარჩენი შემთხვევებისთვის კი საქართველოს რეგიონებში არსებული ყველა კლინიკა, სხვა ჩივილებით პაციენტების მიღებისთვის მზადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g