LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის დღესასწაული ქართველმა სამხედროებმა ბაგრამის ბაზაზე აღნიშნეს

480
1

საქართველოს თავდაცვის ძალების 22-ე და 43-ე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდნენ.

სააღდგომო ლიტურგია 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა მიქაელმა და 22-ე ბატალიონის კაპელანმა მამა იოსებმა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინეს.

საეკლესიო ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა ბაზაზე მყოფი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალურად ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა, კაპელანის დახმარებით, კვერცხები წითლად შეღებეს.

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო დღესასწაულები მუდამ აღინიშნება.

 

https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/2304859476202629/?__xts__[0]=68.ARC_yngcgNTffxT7vUAuNCfcZZPdKIL2skohM-RC9Do3rpRnALaiwop9UWVs6SJu0WENk0TxeVVRpTa8u2Xo3CbZp0eOzWfiauxQ56FdjVYyO5D6BjhMaykAcybbJWQn8siUUBX0OXCVq_thdRAXBYUzE9kx_VuYQ3TP0mf7P7HsRkRDWzYG1EMYwBTeETfw1om1OrEzM056TKN7lUCMP7ZB0FTr5B902HUTh8i6k9NY342s3Cr9rYiYaFXjedrJFd5AY5vEmFAqzpjxj8-6oboBjHsCeCYxc209QsdVh3QVUU2jSBs5fxbOeBiJjkjl90qZiB57Zkk8GPD5rIxrzii2wk-iI9ap7HU&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები