LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისთვის კონტრაქტორს მერია გამარტივებული წესით შეარჩევს

33

აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით გამარტივებული შესყიდვის ჩატარებაზე, მერიამ მთავრობისგან თანხმობა მიიღო.

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროექტი როგორც ტურისტული, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დღეს ამ პროექტის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ და მივიღეთ თანხმობა, გამარტივებული შესყიდვის ჩატარებასთან დაკავშირებით. კომპანიები ფასებს წარმოგვიდგენენ, ჩატარდება ფასთა გამოკითხვა და შესაბამისად, საუკეთესო პირობების მქონე კომპანიები შეირჩევიან, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებენ”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტრო მარჯანიშვილიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთს. ასევე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, რაც გულისხმობს 46 სახლის რეაბილიტაციას, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, გზის საფარის აღდგენას, გარე განათებას, ასევე, დამატებით საზოგადოებრივი სივრცეების გაკეთებას, მშრალი ხიდის ქვეშ გვირაბის გაკეთებასა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობას.

„ეს პროექტი არის როგორც ტურისტული, ასევე, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა ნარმანიამ.

2016 წლის თბილისის ბიუჯეტში აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციისთვის 19 მილიონი ლარია გათვალიწინებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g