LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

69

პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,  დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე,   მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები იწყება.

აღნიშნულ მონაკვეთში, ქუჩაზე მთლიანად  შეიცვლება ცენტრალური სასმელი წლის მილები,  სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები.  გამზირზე დამონტაჟდება ელექტროობისა და გაზმომარაგების ახალი სისტემები, ასევე განახლდება ინტერნეტ და სატელეფონო კაბელები.

როგორც “ფორტუნას” “თბილისი კაპიტალიდან” აცნობეს, დაგეგმილი საკომუნიკაციო სამუშაოების გამო, 28 მარტიდან პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის დასრულებამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვთში.

“საავტომობილო გზის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები  თბილისის საპატრულო პოლიციასთან  ერთად მუშაობენ ალტერნატიული სატრანსპორტო სქემის ჩამოყალიბებაზე, რათა აღნიშნული სამუშაოების გამო არ მოხდეს შეფერხება გზებზე და მოიძებნოს მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ალტერნატიული სქემა,”- განმარტეს “თბილისი კაპიტალში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g