LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვის სიმბოლო საქართველოში, ნიკა გვარამია იყოს გათავისუფლებული“ – სოფო ლილუაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა

238
ნიკა გვარამია და სოფო ლილუაშვილი

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციას განიხილავდნენ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მეუღლე და ადვოკატიც ესწრებოდნენ.

როგორც სოფო ლილუაშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, სხდომაზე ყველაზე ხშირად ისმოდა ტერმინები დეოლიგარქიზაცია, რომელიც შემდეგ ევროპარლამენტარებმა განმარტეს. გარდა ამისა, სოფო ლილუაშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობენ:

„ყველა ერთად აღნიშნავენ, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. როგორც ჩემთან საუბრებში აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სიტყვის სიმბოლო საქართველოში, ნიკა გვარამია იყოს გათავისუფლებული.“– აღნიშნა ლილუაშვილმა.

გვარამიას მეუღლის თქმით, მას პერსონალური შეხვედრები ჰქონდა ევროდეპუტატ მირიამ ლექსმანთან და ევა კოპაჩთან:

„ორივე ერთხმად აღნიშნავს, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინააღმდეგობაშია ხალხის სურვილებთან. ისინი ერთხმად ამბობენ, რომ ხალხის ნება და ნიკა გვარამიას საპყრობილიდან გათავისუფლება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის სასიკეთოდ შეიცვალოს მოვლენები.

ევა კოპაჩი ძალიან ბევრს მესაუბრა, მთხოვა გადამეცა პირადად ნიკასთვის, რომ არ დაავიწყდეს, რომ ის მათ „აჯენდაში“ სულ იქნება, ვიდრე არ გაათავისუფლებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ.

აღნიშნავენ, რომ ძალიან რთულია ის, რასაც ნიკა გადის მთელი ეს წლები, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ამას აუცილებლად ექნება საბოლოო ჯამში პოზიტიური შედეგი იმიტომ, რომ ის, რაც ნიკა გვარამიამ თავის ქვეყნისთვის აკეთა, არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს და დაიკარგოს.

ნიკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამ ხალხის იმედი პირადად. ეს რაც შეეხება მათ პირად გზავნილს ნიკასთან. ასევე მთხოვენ პერსონალურად მივაწოდო ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაცია ნიკასთან დაკავშირებით, რომ არ ჩამორჩნენ მოვლენებს და ინფორმირებული იყვნენ ყველაფერზე.“– თქვა სოფო ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g