LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღსრულების ბიურო გირჩევთ, ავტომანქანის დაგირავებისას გირავნობის უფლება შსს-ში დაარეგისტრიროთ

353

ვისაც გირაოთი აქვს ან აპირებს დატვირთოს ავტომანქანა, მათთვის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საინფორმაციო ბარათი გამოაქვეყნა. ბიუროში განმარტავენ, რომ მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისას გირავნობის მოწმობის გაცემაზე.

როგორც ”ფორტუნას” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ გირავნობის უფლება დარეგისტრირდეს შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

გირავნობის მოწმობა არის დოკუმენტი, რომლის აღსასრულებლად წარდგენა შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამ დოკუმენტს გასცემს შსს-ს მომსახურების სააგენტო.

„გირავნობის მოწმობის აღსასრულებლად მხარემ უნდა წარმოადგინოს: გირავნობის მოწმობა; კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,“- განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

გირავნობის მოწმობის აღსრულება შესაძლებელია მოითხოვოს ასევე კრედიტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. ასეთ შემთხვევაში, ჩამოთვლილ დოკუმენტაციას უნდა დაემატოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გირავნობის მოწმობის აღსრულების საფასური შეადგენს ქონების შეფასების 1%-ს, არანაკლებ 100 ლარისა, რომელსაც იხდის კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g