აგროსკოლა და მწვანე ჯილდო – პროექტები, რომლებიც გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრის მიერ ხორციელდება – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ აგროსკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა ისაუბრა.
რას მოიცავს აგროსკოლის პროექტი?
აგროსკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომელიც 2022 წლიდან ყოველწლიურად მიმდინარეობს და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის (IX-XII კლ.).
პროექტის მიზანია აგრარული საკითხებით დაინტერესებულთათვის სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ ინფორმაციის მიღება და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩართვა, გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება.
მონაწილეები პროექტის განმავლობაში ეცნობიან აგრარულ საკითხებს, სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს და უვითარდებათ გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის წარდგენის უნარები. აღნიშნული ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ფარგლებში, ცენტრი უწევს ორგანიზებას „აგროსკოლის“ სასწავლო კურსს, სადაც სწავლა მიმდინარეობს ონლაინ და ახალგაზრდები ჩართულები არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები ეცნობიან ისეთი საკითხებს როგორებიცაა:
თეორიული ნაწილის დასრულების შემდგომ მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ სამდღიან გასვლით შეხვედრებში, სადაც პრაქტიკულ დონეზე ეცნობიან სასოფლო-სამეურნეო დარგებსა და საქმიანობას.
რაც ეხება მწვანე ჯილდოს… ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
მწვანე ჯილდო მწვანე ჯილდო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს-პედაგოგს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.
კონკურსი მიმდინარეობს 2 ეტაპად: I ეტაპი – განაცხადების შერჩევა II ეტაპი – განხორციელებული აქტივობების/პროექტების პრეზენტაცია ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია ავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს/პედაგოგს გადაეცემათ “მწვანე ჯილდო”.