„ქართულ დროშაზე არ შედგა ფეხით, ასე წამებით მოკლეს და შემდეგ დაღუპულიც კი შეურაცხყვეს და როგორ შეიძლება, რომ მე რუსს და ოსს ვუწოდო მოძმე და ძმა, როგორ უნდა მქონდეს მიმღებლობა მათი ამ ქვეყანაში, არანაირად“, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის დამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე „ტვ პირველს“ განუცხადა.
როგორც შმაგი სოფრომაძის დამ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, არც მას და არც გმირის ოჯახის წევრებს ბოდიში არავისთან აქვთ მოსახდელი.
„ჩემთვის, პირადად, არ არსებობს კარგი რუსი, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის მკვლელი, ეს იყო ასე და დარჩება ასე. არანაირი პატიება ამის არ შეიძლება, არ არსებობს, არც ახლა და არასოდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი, ვისაც ქვეყანა უყვარს, ვისაც ღირსება გააჩნია, ვინც სამშობლოს სადარაჯოზე დგას, ამ აზრზეა.
ბოდიში მე არავისთან მაქვს მოსახდელი და არც გმირის ოჯახის წევრებს. თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან და იქ მოუხადოს ბოდიში, იქ იცხოვრონ“, – უთხრა შმაგი სოფრომაძის დამ „ტვ პირველს“.
თბილისში, ანწუხელიძის ქუჩის გვერდით, კიდევ ერთი გმირის შმაგი სოფრომაძის ქუჩა გაიხსნა