LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენს მისიას მე გავაგრძელებ, მამა. ჩემი იმედი გქონდეს! ყველაფერს ვიზამ, რომ ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს!” – 2008 წლის ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის შვილის, 16 წლის ზაზას წერილი მამას

210
BeFunky-collage - 2023-08-08T235019.800

2008 წლის ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის შვილმა, 16 წლის ზაზამ მამას ემოციური წერილი მისწერა, სადაც ნათქვამია, რომ ის მშობლის მისიის გაგრძელებას აპირებს.

16 წლის ბიჭი წერს, რომ ის საქართველოს გაერთიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„უკვე 15 წელია, შენმა გმირობამ და პატრიოტობამ შეძრა ქვეყანა მამა. ხშირად მიფიქრია მე როგორ მოვიქცეოდი შენს ადგილზე. შევეგუებოდი სამშობლოს დამცირებას, საქართველოს დროშაზე ფეხს დავდგამდი და სიცოცხლეს შევინარჩუნებდი, თუ მტერს შენსავით არც მე მოვუხრიდი თავს და ამაყად შევხვდებოდი სიკვდილს. ვაი, ისეთ სიცოცხლეს, თუ ამ სიცოცხლისთვის რუსებისთვის თავის დახრა და საკუთარი სამშობლოს შეურაცხყოფა გიწევს. ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ როცა გავიზრდები შენსავით მამაცი, გმირი ვიყო.

ძალიან განვიცდი, რომ აღარ მყავხარ და თან ვამაყობ, რომ ვაჟკაცურად მოიქეცი და ჩვენთვის ლეგენდად იქეცი, მამა! ხშირად სიკვდილი დამარცხებას არ ნიშნავს. შენ შენი სიკვდილით მტერზე გაიმარჯვე. შენს მისიას მე გავაგრძელებ მამა, ჩემი იმედი გქონდეს! ყველაფერს ვიზამ, რომ ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს”, – წერს 16 წლის ზაზა სოფრომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები