LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგვისტოს ომის მონაწილე იყო, უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისთანავე ჩავიდა“ – უკრაინაში დაღუპულ ლევან სახელაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

61
Untitled design (1)

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ლევან სახელაშვილს დღეს ვეძისის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„აღარ მინდა ამ ყველაფრის მოწმე ვიყო, მაპატიეთ, კარგს რომ ვერაფერს გაცნობებთ“ – ნადიმ ხმალაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

ლევან სახელაშვილი აფხაზეთში, გალში დაიბადა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო, უკრაინაში კი რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე ჩავიდა.

ლევან სახელაშვილის ოჯახს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მიუსამძიმრა და მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„აფხაზეთში, გალში დაბადებული 38 წლის ლევან სახელაშვილი, ნიკოლაევის ოლქში, 2 ნოემბერს, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ. 2007-2010 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში – თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში.

იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ლევან სახელაშვილი, უკრაინაში, რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე ჩავიდა. იგი, სამშობლოში, 7 ნოემბერს ჩამოასვენეს. ლევან სახელაშვილს, 10 ნოემბერს, ვეძისის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ“, – აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ლევან სახელაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ის 24-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე მიმდინარე რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.

 

magti 5g