LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო ლიდერებმა რუსეთს სანქციები არ დაუწესეს: ირაკლი ღარიბაშვილი

112
yz3njk88ebrmlkq (2)

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ მინისტრთან მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ შეხვედრაზე გაიხსენა და სამწუხარო უწოდა ფაქტს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს სანქციები არ დაუწესეს. მან ასევე გაიხსენა 2008 წელს ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერა და მის მიმართ პატივისცემა დააფიქსირა.

“ჩვენი ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე. მე მინდა აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდება დასავლეთის ლიდერებს მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით”, — თქვა ღარიბაშვილმა.

მან ისაუბრა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთთან განახლდა სავაჭრო ურთიერთობები. ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობაც ახსენა და თქვა, რომ თავად მთავრობამაც არ დააწესა სანქციები 2008 წელს.

“რაც ჩვენ ვნახეთ, ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ მაშინდელმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა”, — ამბობს ის.

დღეს, 17 მარტს საქართველოს სამუშაო ვიზიტით პოლონეთის პრემიერ მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ მინისტრები პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა, ერთობლივად გახსნიან.

mazda magti 5g