LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.4%-ით გაიზარდა

107

2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების  93.6 პროცენტი მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი თანხა აგვისტოში: რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან და საბერძნეთიდან გადმოიგზავნა.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (48.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.4 მლნ აშშ დოლარისა (46.5 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g