LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი ასე გამოიყურებოდა ქალი, რომელიც 400 წლის წინ სამხედრო გემზე დაიღუპა

160
Capture

1960 წელს არქეოლოგებმა ზღვის ფსკერიდან „ვასა“ ამოიყვანეს – მე-17 საუკუნის შვედეთის სამხედრო გემი. ბორტზე თითქმის 20 სკელეტი იპოვეს. ერთ სკელეტს G უწოდეს, ის მამაკაცად მიიჩნიეს და გუსტავი შეარქვეს.

ახალმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ G კაცი კი არა, ქალი იყო და ასე გახდა გუსტავი გერტრუდა.

ქალი 25-30 წლის იყო, ჰქონდა ცისფერი თვალები, ღია ფერის თმა – ასე დაასკვნეს სამედიცინო ექსპერტებმა.

თავიდან აღდგენილ სკელეტს გუსტავი უწოდეს

მკვლევარები ფიქრობენ, რომ გერტრუდა გათხოვილი იყო: წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ ამ გემზე მხოლოდ გათხოვილ ქალებს უშვებდნენ.

გერტრუდას სკელეტის ნარჩენები და რეკონსტრუქცია

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, გერტრუდას სავარაუდოდ მძიმე ცხოვრება ჰქონია. ზურგის ანალიზმა აჩვენა, რომ მას არაერთხელ აუწევია მძიმე საგნები.

ქალს მუქი ფერის ტანსაცმელი ჩააცვეს, რადგან ასეთი ნარჩენები იპოვეს. მიკროსკოპულმა ანალიზმა აჩვენა, რომ თავსაბურავი მკვეთრი წითელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები