LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აი, ეს არის ჩვენი ახდენილი ოცნება” – ინგა გრიგოლიას მიმართვა მაყურებელს

1399
BeFunky-collage (21)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფლების ახალ ტერიტორიაზე,- ამ სიტყვებით გახსნა ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ ახალი სეზონი ახალი სტუდიიდან.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი ნიუსრუმი საქართველოში არც ერთ არხს არ აქვს.

ნოდარ მელაძე: 

“დღეს ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში სრულიად ახალი ფრუცლის წერას ვიწყებთ. ეს არის ჩვენი ახალი ამბების სამსახურის ახალი სამუშაო სივრცე. ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური სატელევიზიო სტუდია, არა მხოლოდ საქართველოში, ამიერკავკასიაში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში”

ინგა გრიგოლია:

“დღეს ტვ პირველის ახალი სიცოცხლე იბადება. მთელი ამ წლების განმავლობაში სულ იმას ვაშუქებდით ახდენილი, აუხდენელი ოცნებები და მაყურებელს მინდა მივმართო, აი, ეს არის ჩვენი ახდენილი ოცნება. ნამდვილად 21-ე საუკუნის ტელევიზია, რომელიც რომ არსებობს დღეს არის მხოლოდ თქვენი დამსახურებაა.

თქვენ რომ არ ყოფილიყავით ჩვენს გვერდში, რომ არ დაგეჯერებინათ ჩვენთვის და არ აგერჩიათ ტვ პირველი, დღეს ეს ყველაფერი არ იქნება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები