ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნინო კვარაცხელია საზოგადოებამ მისი და ემზარ ჯღარკავას საოცარი სიყვარულის ისტორიით გაიცნო – წყვილმა ერთმანეთი 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა.
ნინო სოციალურ ქსელში სიყვარულზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,არ მინდა ზედმეტად თავი შეგაწყინოთ და შეგაღონოთ ჩვენი სიყვარულით, მაგრამ სიძულვილის ენით საუბარი არ შემიძლია…ისევ სჯობს რასაც ვგრძნობ ის გაგიზიაროთ. აი, როგორ მინდა ყველამ გამოსცადოს ცხოვრებაში სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნება, თუნდაც მცირე დოზით, მაგრამა მაინც, აი როცა გვერდით გყავს და მაინც სულ გენატრება.
არა, არ ვუყურებ ვარდისფერი სათვალით ცხოვრებას, დიდი ხნის წინ დამემსხვრა, ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში. ისიც ვიცი, რომ არავინ არაფერს მოგართმევს ხონჩაზე დალაგებულს, არც დოვლათს, არც სიყვარულს და კეთილდღეობას, თუ გული, ყოველდღიური შრომა, მონდომება და ცოტათი მოთმინება არ ჩადე ამ ყველაფერში”, – წერს ნინო კვარაცხელია.