საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შეემატა ახალი, მსოფლიო მოზაიკური ფრესკული ხელოვნებისა და ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუში – აია სოფიას პანტოკრატორის ზუსტი ასლი, რომელიც ამიერიდან თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის კონქზეა გამოსახული.
მას შემდეგ, რაც აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა და ეს უნიკალური ქრისტიანული ფრესკები დაიფარა, მისი მონახულება ტურისტებისა და მომლოცველებისთვის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საქართველოში, სწორედ ჯვართამაღლების ტაძარში, გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით პირველი და უნიკალური პრეცედენტი – შეიქმნა პანტოკრატორის მოზაიკური ფრესკა, რომელიც უზუსტესი ანალოგია აია სოფიაში არსებული პანტოკრატორის მოზაიკისა.
ჯვართამაღლების ტაძარში მოზაიკის ზუსტი ასლის შექმნით, კიდევ ერთხელ გაცოცხლდა უნიკალური მსოფლიო ქრისტიანული კულტურა და მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწილი. ამიერიდან, მომლოცველებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ კვლავ ცოცხლად ნახოს, თუ რეალურად როგორ გამოიყურება აია სოფიაში არსებული პანტოკრატორის უნიკალური ფრესკა.