LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალოს ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი კუბოებით დაშინება და ზოგადად დაშინება: ნატო დუმბაძე

183
natodumbadze2019-2021-03-10-10-40-52-120897

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პანდემიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას, ეპიდემიოლოგებსა და მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.

“მოკლედ ეს პოსტი ეხება ხელისუფლებასაც, ეპიდემიოლოგებსაც, ტელევიზიებსაც და ყველა იმათ ვინც პანიკას თესავს!

გასაგებია რომ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, გასაგებია არის პანდემია და ყველამ უნდა გაითავისოს რომ დაიცვან რეგულიაციები ან აიცრა, თუმცა წელიწად ნახევრის განმავლობაში ხალხის დაშინებამ გამოიწვია ადამიანებში შიში, პანიკა და ეხლა უკვე პანიკური ატაკები!

არ არის ადვილი ადამიანისთვის ასე უცებ გადასვლა ჩაკეტილ მდგომარეობაში, მხოლოდ ტელევიზიის ამარა დარჩენილებს კი დღეში ცხრაჯერ ესმოდეთ გარდაცვლილების რაოდენობის თვლა, სიკვდილით დაშინება, შემდეგ ამის ტირაჟირება, ეს ხომ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორია და მძიმედ აისახება მომავალში! მანიპულირება ადამიანის ფსიქიკაზე მარტივია თუმცა დანაშაულის ტოლფასია! ამიტომაც დღეს მივიღეთ ის შედეგი რომ ყველა მეორე განიცდის პანიკურ ატაკებს, უიმედობას, სიკვდილის შიშს!

ვთხოვ ხელისუფლებას იზრუნონ ადამიანებზე! დაიბაროს ეს ეპიდემიოლოგები, ფსიქოლოგები და მოიფიქრონ ფორმა თუ როგორ ფრთხილად უნდა მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია რომ მართლა მასიურ ფსიქოზამდე არ მივიდეს ერი!

აიკრძალოს ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი კუბოებით დაშინება და ზოგადად დაშინება!

დაშინება არ არის კრიზისის მართვა! ერთს აკეთებდე და მეორეს სამუდამოდ აფუჭებდე ეს დანაშაულია და არა მართვა!

პანდემია გაივლის და ვინ იზრუნებს შემდგომ ამ ხალხზე? ეს არანაკლები დაავადებაა!

აიღეთ სხვა ქვეყნების მაგალითი, დასვით დამკვირვებლები თუ რა ხდება და როგორ მიდის ადამიანის ფსიქიკის მოფრთხილება სხვა ქვეყნებში თუნდაც ასეთი ბიოლოგიური ომის დროს!

უამრავი ხალხი მწერს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ყველას ერთი და იგივე პრობლემა ,კოვიდის შიშით გამოწვეული პანიკური ატაკები, რაც როგორც თვითონ ამბობენ არასოდეს ჰქონიათ! და ვის მიუძღვის ამაში დიდი წვლილი? ვის და ეპიდემიოლიგების მხრიდან დაშინებას და მათი გაუაზრებელი განცხადებების სმენას!

ტელევიზიებმაც არა ნაკლებ უნდა იფიქრონ რომ ასეთი განცხადებები აზიანებს ადამიანს და ხშირად არ უნდა გცესმოდეს ეკრანიდან!

ერთადერთი ადამიანია ექიმი ლევან რატიანი რომელიც მთელი ამ პანდემიის განმავლობაში ერიდებოდა დაშინებას, დაპანიკებას, მუქარას და ისტერიულ კომენტარებს! მისი ყველა კომენტარი იყო დამამშვიდებელი და იმედის მომცემი!

ამიტომაც სჯერავთ და უყვართ ბატონი ლევანი!”,-წერს ნატო დუმბაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g