LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Astana-მ ატირაუდან თბილისში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა

110
Air Astana

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ ცნობით, დღეს, 27 მაისს, ყაზახურმა ავიაკომპანიამ Air Astana ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. Airbus 320 ტიპის თვითმფრინავით ყაზახეთიდან საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა.

ყაზახეთის ქალაქი ატირაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი მიმართულებაა. ატირაუ-თბილისი-ატირაუს საჰაერო ხაზზე Air Astana კვირაში სამჯერ – ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს.

ატირაუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქია ყაზახეთში, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით. ატირაუს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 8 კმ-ით არის დაშორებული და უზრუნველყოფს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს, მათ შორის ევროპის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ Air Astana 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან ქალაქ ასტანის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს, ქალაქ ალმათის მიმართულებით – კვირაში ათჯერ, ხოლო კვირაში ხუთჯერ ალმათიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g