ლიბერთიმ საკუთარი მომხმარებლებისთვის ზამთრის ახალი კამპანია დაიწყო.
„აისრულე სურვილები სრულად“ – კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლები მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ.
კამპანიის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა 0%-იანი გაცემის საკომისიოთი, ნომინალური – 9.9%-დან, ეფექტური – 12.22%-დან.
თანხის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 80 000 ლარს, დაფარვის ვადა – 4 წლამდე.
სასურველი თანხის დამტკიცება ან უკვე არსებული სესხის ლიმიტის გაზრდა მარტივად, სწრაფად და ბანკში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან.
კამპანია „აისრულე სურვილები სრულად“ 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მათ, ვინც ჯერ არ არიან ლიბერთის მომხმარებლები, შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
მათ, ვინც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის მობაილ ბანკით, შეუძლიათ მარტივად ჩამოტვირთონ აპლიკაცია.
(R)
