LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აითაჯის ცხედარი ორთაჭალაში იპოვეს, დედა წავიდა და შვილი ამოიცნო“ – რას ჰყვება ბიძა 21 წლის გოგოზე, რომლის ცხედარი 40-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

491
აითაჯ მამედოვა

14 მაისს, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილისა და მასში მყოფი ახალგაზრდების სამძებრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს, მაშველებმა მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს.

მედიაში, ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი ეკუთვნის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აიტაჯ მამედოვას, რომელიც პირველი აპრილის ღამეს, მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადავარდა და მას შემდეგ ეძებდნენ. ოჯა­ხის ცნო­ბით, აი­თა­ჯი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყო წა­სუ­ლი.

მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილ ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

ინფორმაციას, რომ ცხედარი აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, Ambebi.ge-სთან ადასტურებს ახალგაზრდა ქალის ბიძა, ვაგიფ მამედოვი და ამბობს, რომ ის საკუთარმა დედამ ამოიცნო.

„აითაჯი ორთაჭალაში იპოვეს, მტკვარში. 14 მაისს პოლიციიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, მტკვარში ცხედარი იპოვეს, მობრძანდით და ნახეთ, თქვენია თუ არაო.

აითაჯის დედა წავიდა და შვილი ამოიცნო. მე ადგილზე არ ვყოფილვარ… არანაირი პრეტენზია არავისთან არ გვაქვს, ვისაც რა შეეძლო, გააკეთა, დიდხანს ეძებდნენ, ვეძებდით ჩვენი ძალებითაც. აქამდე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს – გოგონა რატომ გადახტა, თუ გადავარდა წყალში. ვიცით ის, რომ დაბადების დღეზე იყო. ჯერ არაფერია ცნობილი, არავინ არაფერს გვეუბნება. ალბათ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, – უთხრა აითაჯის ბიძამ, ვაგიფ მამედოვმა Ambebi.ge-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g