LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების უმეტესობა დაკეტილია – 14 უცხოელი ინვესტორის პროტესტი

217

ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების უმეტესობა ამ დროისთვის დაკეტილია. 14-მა უცხოელმა ინვესტორმა, პროტესტის ნიშნად, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ბარები და კაფეები დახურა.

რადიკალური გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ მათ საფეხმავლო ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი მოსთხოვა და სოლიდური ჯარიმით დაემუქრა.

ბარების ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინ გაფრთხილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, თუ დღეიდან მეპატრონეები მაგიდებსა და სკამებს ბარის წინ დაალაგებდნენ, 10000-ლარიან ჯარიმას მიიღებდნენ. მათივე თქმით,  მხოლოდ აღნიშნულმა 16-მა ბარმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო დანარჩენი ბარები დღეს ჩვეულებრივ აგრძელებენ გარე პერიმეტრზე მუშაობას.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g