განახლებულ Corvette-ს სერიოზული ნაკლი აღმოუჩინეს. ძრავის ავტომობილის წინა ნაწილიდან გაქრობას და უკან გადატანას მძღოლის პოზიცია უნდა გაეუმჯობესებინა, თუმცა Chevrolet Corvette-ის შემთხვევაში ასე არ მოხდა.
როგორც ავტოჟურნალისტებმა დაადგინეს, მერვე თაობის Corvette-ში მძღოლის ხედვის არეალი წინამორბედი მოდელებისგან განსხვავებით მკვეთრადაა გაუარესებული. ამასთან, უკან ხედვის მაჩვენებელი ბევრად გაუმჯობესებულია.
როგორც ჩანს, Corvette-ის კაპოტი მძღოლის წინ გზას 3,66 მეტრის ნაცვლად 4,57 მეტრზე ფარავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრმა ზონა 29,56 მეტრს აღწევს, თუმცა ეს მხოლოდ წინა მხარეს შეეხება და უკან ყველაფერი ნორმალურადაა.
