LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ Genesis G80–ს მოძრაობის დროს ცეცხლი გაუჩნდა

74
genesisg80

სულ ახალი Genesis G80 რომელიც ბაზარზე მარტის თვეში გამოჩნდა, კორეელმა ავტომოყვარულმა ერთი თვის წინ შეიძინა და ვერც კი წარმოიდგენდა რომ მანქანა შუა გზაზე აფეთქდებოდა. ცეცხლი ავტომობილის წინა ნაწილში გაჩნდა და მეხანძრეების მოსვლამდე ბამპერი და კაპოტი განადგურდა.

როგორც ავტომობილის მფლობელი, 54 წლის ქალბატონი იხსენებს, გვირაბიდან გამოსვლისას დაბალი წნევის ნათურა აინთო და კაპოტიდან ცეცხლის ალი ამოვარდა.

მძღოლი სასწრაფოდ გაჩერდა, ავტომობილი დააპარკინგა და სალონი დატოვა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ და ხანძრის ლოკალიზებას 7 წუთი დასჭირდა. ეს დრო კი სრულებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ G80–ის წინა ნაწილი განადგურებულიყო.

თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. გამოძიება დაწყებულია, Hyundai–მ კი, რომელიც Genesis–ის მფლობელია, სიტუაციაში გასარკვევად საკუთარი გამოძიება დაიწყო.

Genesis G80-ის ახალი თაობის პრემიერა მარტის ბოლოსთვის შედგა. სედანი ახალ პლატფორმაზე გადავიდა და 3,5 ლიტრის მოცულობის ძრავით აღიჭურვა. აგრეგატს 380 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

სამხრეთ კორეაში მოდელის ფასი 43 ათასი დოლარიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g