LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ „კონკიაში“ ფერია გენდერულად ნეიტრალური პერსონაჟი იქნება

605
bilporter

სტუდია „სონი“ სულ მალე „კონკიას“ ახალ ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს. ფილმის პრემიერა 2021 წლის თებერვალშია დაგეგმილი და მას მაყურებელი „ამაზონ ფრაიმ ვიდეოს“ პლათფორმაზე ნახავს.

ძველი ზღაპრის ახალ ეკრანიზაციაში კონკიას როლს კამილა კაბელიო ასრულებს. მისი პარტნიორი ფილმში დამწყები მსახიობი ნიკოლას გოლიცინია. ფილმში მეფის როლს პირს ბროსნანი ასრულებს, თავად კინოსურათს კი „ემმის“ სამგზის ლაურეატი კეი კენონი იღებს. ყველაზე საინტერესო კი ფილმში ფერიას როლია, რომელიც ზღაპრის საკვანძო პერსონაჟია.  ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, დაარღვიონ სტერეოტიპები და ფილმში ცნობილი მსახიობი ბილი პორტერი ათამაშეს. თავად პორტერი ამბობს, რომ მისი პერსონაჟი გენდერულად ნეიტრალური იქნება, რადგან მაგიამ გენდერი არ იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g