1 ივნისიდან „ახალი ნათების“ მაღაზიათა ქსელში ამ ბრენდის მომხმარებლებს საინტერესო სიახლეები დახვდებათ. გარდა უახლესი კოლექციებისა, კომპანიას სხვადასხვა შეთავაზებები აქვს, რომლებიც კლიენტებს გაუმარტივებს ავეჯისა და განათების შეძენას.
„მომხმარებელს 1-დან 30 ივნისამდე ვთავაზობთ მზარდ ფასდაკლებას, რაც გულისხმობს შემდეგს:
0-დან 1000 ლარის ჩათვლით ღირებულების ერთჯერად შენაძენზე – ის მიიღებს 10%-ის ოდენობით ფასდაკლებას;
1000-დან 3000 ლარის ღირებულების ერთჯერად შენაძენზე – 15%-იან ფასდაკლებას;
3000 ლარს ზემოთ ღირებულების შენაძენზე – ფასდაკლებას 20%-ის ოდენობით.
გარდა ამისა, მსოფლიო პანდემიისგან დაზარალებული ტურიზმის სფეროს ბიზნეს პარტნიორებისთვის, „ახალი ნათება“ აწესებს დამატებით 5% -იან ფასდაკლებას“, – აცხადებენ „ახალ ნათებაში“.
მათივე ინფორმაციით, ფასდაკლებებია ავეჯის სალონ „ფორუმშიც“. 1-14 ივნისამდე, კომპანია 500 ლარის შენაძენიდან მომხმარებელს სჩუქნის გარე მაგიდის და სკამების კომპლექტს ტერასებისთვის. უფრო კონკრეტულად:
500 ლარიდან 1000 ლარამდე შენაძენზე – 2 ცალი სკამი;
1000 ლარიდან 2000 ლარამდე შენაძენზე – 4 ცალი სკამი;
2000 ლარიდან 3000 ლარამდე შენაძენზე – 2 სკამი და 1 მაგიდა;
3000 ლარიდან ზევით შენაძენზე – 4 სკამი და 1 მაგიდა.
ხოლო, რაც შეეხება, ფრანგულ ბრენდ „გოტიეს“ – აქ დაგხვდებათ 20% ფასდაკლება არსებულ კოლექციაზე, ხოლო შეკვეთის შემთხვევაში – 30% – იანი ფასდაკლება.
“ჩვენი კომპანია ეცდება, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში შესთავაზოს მომხმარებელს მუდმივი სიახლეები, ფასდაკლებები, საჩუქრები. ერთიანი ძალებით კიდევ უფრო მარტივად შევძლებთ, რომ ვებრძლოთ პამდემიისგან გამოწვეულ კრიზს“, – აცხადებენ „ახალ ნათებაში“.