27 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, „ახალი ნათება“ და ავეჯის სალონი „ფორუმი“ სააღდგომო, 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ განათების, ავეჯისა და აქსესუარების კოლექციებზე.
მომხმარებელს შოურუმში დახვდება განახლებული და მრავალფეროვანი პროდუქცია – როგორც კლასიკური და ვინტაჟური, ისე თანამედროვე სტილის კოლექციები სხვადასხვა საფასო კატეგორიიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება გარე გამოყენების პროდუქცია, „ახალი ნათება“ იტალიური ბრენდის Fumagali სანათებს წარმოგიდგენთ. სახლისა, თუ სარეკრეაციო სივრცისთვის განკუთვნილი ეს სანათები უძლებს წვიმას, თოვლს, არის უჟანგავი, ცეცხლგამძლე, არ ხუნდება და არ კარგავს ფერს მზის პირდაპირი სხივების მიუხედავად.
ავეჯის სალონი „ფორუმი“ კი გარე გამოყენების ავეჯის მწარმოებელ რამდენიმე ბრენდს წარმოგიდგენთ:
„ნარდი“ და მისი გამძლე მასალა უზრუნველყოფს, რომ კომფორტულად გაატაროთ მთელი ზაფხული. „ნარდი“ გამორჩეულია დიზაინით – ფერებითა და მარტივი ფორმებით. ნარდი ქმნის სკამებს, მაგიდებს, დივნებს, სავარძლებს, შეზლონგებს, რომლებიც გამოიყენება როგორც სახლის ეზოსთვის, ასევე საზოგადოებრივი სივრცეებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, ბარებისთვის და აუზებისთვის.
„Life“ ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც ავეჯს ექსტერიერისათვის ქმნის. თანამედროვე დიზაინის მქონე ავეჯი (მაგიდები, სკამები, რბილი ავეჯი, შეზლონგები, ქოლგები) იწარმოება უმაღლესი ხარისხის მასალებისგან და არის წყალგამძლე, შესაბამისად, უძლებს წვიმას, თოვლს, ქარს და მისი გამოყენება ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი.
ფასდაკლების პერიოდში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს სასურველი პროდუქცია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. შეძენილი პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ახალი ნათების“ ფილიალები მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და გორში, ხოლო „ფორუმის“ – თბილისსა და ბათუმში.
„ახალ ნათებასა“ და ავეჯის სალონში „ფორუმი“ წარმოდგენილია ევროპული ბრენდების განათების, ავეჯისა და აქსესუარების მრავალფეროვანი, განახლებული კოლექციები, რომლებიც იდეალურია ნებისმიერი სივრცის მოსაწყობად, იქნება ეს სახლის ინტერიერი, ექსტერიერი, ოფისი თუ საზოგადოებრივი ობიექტი.