„ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს ზეიმობს. დაარსების დღიდან ის მუდმივად ზრუნავს, მოწინავე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლებისთვის. ამასთან, მისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ეკომეგობრული ტექნოლოგიების განვითარება, ამიტომაც კომპანიის ასორტიმენტი მდიდარია მაღალი ხარისხის ენერგო დამზოგავი პროდუქციით.
„ახალმა ნათებამ“ ცოტა ხნის წინ, მდგრადი განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, კერძოდ, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე კომპანიის ცენტრალური საწყობის 1500 კვადრატული მეტრის ფართობის სახურავზე მზის პანელების ელექტროსადგურის სისტემა მოაწყო, რომლის დადგმული სიმძლავრე 252 კვტ-ს შეადგენს, წლიური გამომუშავება 300 000 კვტ-ია, ხოლო უკუგების პერიოდი 4 წელზე ნაკლები იქნება.
პროექტი განხორციელდა პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანიასთან „ჯეო-ენერჯისთან“ თანამშრომლობით.