LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ქვეყანაში გადადიხართ საცხოვრებლად? მაშინ ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ

131
Young couple with suitcases just arriving in Valencia

საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლა ერთდროულად ამაღელვებელი და თან სტრესულია. სხვაგან გადასვლამდე ალბათ ვერც იაზრებ, თუ რამდენად ძლიერად ხარ მიჯაჭვული შენი ქვეყნის კულტურასთან და როგორ შეიძლება გაგიჭირდეს ახალი კულტურის, ენის თუ წეს-ჩვეულებების მიღება. ასეა თუ ისე, ადაპტაციასა და შემდეგ უკვე სიამოვნების მიღებაში ეს რჩევები დაგეხმარება.

შეისწავლე კულტურა სანამ გადახვალ

ისევე როგორც სამოგზაუროდ წასვლისას, კარგია იმ ქვეყნის კულტურისა და ადათ წესების ცოდნა, სადაც წასვლას აპირებთ. ქცევის სტანდარტების ცოდნა აკლიმატიზაციაში დაგეხმარებათ.

ენის საწყისები

თუკი ისეთ ქვეყანაში გადადიხართ საცხოვრებლად, რომლის ენაც არ იცით, აუცილებელი არ არის რომ ის 100%-ით გესმოდეთ. კარგი იქნება თუკი საბაზისო სიტყვებს ისწავლით, დანარჩენს კი ყოველდღიური კომუნიკაციის დროსაც აითვისებთ.

სახლის მონატრება

სახლის მონატრება ახალ ქვეყანაში გადასვლის შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა. ახალ რეალობაში აღმოჩენისას შესაძლოა თავი მარტოსულად იგრძნოთ და ოჯახური კომფორტიც მოგენატროთ. თუმცა, არ მისცეთ ამ მონატრებას უფლება, თქვენი ახალი სახლისგან ნაკლები სიამოვნება მიიღოთ.

კომფორტული სივრცე

არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობთ, სახლი იქაა სადაც კომფორტს შეიქმნით. არ დაზოგოთ დრო და ენერგია, რათა ახალი სახლი ისე მოაწყოთ რომ მშობლიური გარემო მუდამ თქვენთან იყოს.

გადი გარეთ და აღმოაჩინე

ახალ ქვეყანაში გადასვლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო რამის აღმოჩენაა. მოიარეთ ახლო-მახლო ტერიტორიები, ღირსშესანიშნაობები, გაიცანით ახალი ადამიანები.

ადგილობრივი გემრიელობები

საჭმელი ეს ნამდვილად კომფორტია და ახალი ქვეყნის შეყვარების გზაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. საკვები არის ასევე კულტურა, რომელიც ახალი ქვეყნის უკეთ გაცნობასაც გაგიადვილებთ.

გადი გარეთ სოციალიზაციისთვის

ახალი ადამიანების გაცნობა შეიძლება რთული იყოს, მიუხედავად იმისა თუ სად ცხოვრობთ; ახალ ქვეყანაში გადასვლისას კი ალბათ ცოტა უფრო მეტ დისკომფორტს იგრძნობთ. თუმცა, ახალ გარემოსთან შესაგუებლად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გაიცანით მეზობლები, მოძებნეთ კლუბები და ბარები, დაიწყეთ მეგობრული საუბრები პარკებსა თუ ყავის მაღაზიებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები