LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ შტამს „ომიკრონს“, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი აქვს: ამირან გამყრელიძე

210
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს „ომიკრონს“, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი აქვს.

როგორც გამყრელიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის.

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ – ასეთია ტრანსპორტი

დეკემბერში მოსახლეობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს – ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ…: ამირან გამყრელიძე

„ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის შემოვა, რამეთუ ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. პირველი გამოცდილება რაზეც მიუთითებს, „ომიკრონს“ აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი. წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის“, – აცხადებს გამყრელიძე.

კოვიდსტატისტიკა განახლდა: საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

პოპულალურები