LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკემბერში მოსახლეობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს – ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ…: ამირან გამყრელიძე

1023
ამირან-გამყრელიძე-2055

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბერში მოსახლეობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და ყველა რეკომენდაცია უნდა დაიცვას.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზეა.

„ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, კვლავ მაღალია. დეკემბერი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ – პირბადის უნივერსალური ტარება, როგორმე უნდა გავზარდოთ და მეორე, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.

კოვიდსტატისტიკა განახლდა: საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

პოპულალურები