დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 4 732 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 714 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 679, „პისიარ“-ტესტით –17 035.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,04%, ბოლო 14 დღის – 8,63%, ბოლო 7 დღის – 8,33%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 865 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 806 596 გამოჯანმრთელდა, 12 344 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 234 180 აცრა, დღიურად აცრილია 7 413.
კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 458 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 242 პირი.