ახალ ზელანდიაში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული და ქურდულმა დაჯგუფებამ ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტა. გამტაცებლები ავტომობილების გამქირავებელი კომპანიის Jucy–ს ოფისში შეიპარნენ, ღობე მოხსნეს და ავტომობილები გაიყვანეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, მათ თავიდან რამდენიმე მანქანა წაიყვანეს, თუმცა შემდეგ ცდუნებას ვერ გაუძლეს, უკან დაბრუნდნენ და ჯამში 100–მდე ავტომობილი მოიპარეს.
ბოროტმოქმედებს საქმე თვითონ Jucy–მ გაუადვილა. ავტომობილები ღია ავტოსაგდომზე ყავდათ გაჩერებული და თანაც გასაღებებიც შიგნით იყო დატოვებული. ქვეყანაში მოქმედი კარანტინის გამო კომპანია ფაქტობრივად უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული და უფრო მეტიც, ქურდობის შესახებ მისმა მფლობელებმა პოლიციისგან გაიგეს.
სამართალდამცავებს საგანგებო მდგომარეობის დროს უჩვეულოდ გადატვირთული მოძრაობა არ მოეწონათ, გადაამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ გზაზე გატაცებული ავტომობილები გადაადგილდებოდა. შედეგად მათ 29 ქურდი დააპატიმრეს და ავტომობილებიც მფლობელს დაუბრუნეს.