თემქაზე, თბილისის ახალ ზოოპარკში, დათვების ვოლიერში აუზი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქზე” დათვების რეაბილიტაციის გვერდი ავრცელებს.
მათ პოსტში აღნიშნულია, რომ წყალი დათვების ცხოვრებაში აუცილებელია. ამ პატარა აუზში, თევზებსაც გაუშვებენ, იმისთვის რომ დათვებმა თევზაობა ისწავლონ.
„აუზი გვაქვს აუზიი
პირველად ჩოფიკამ გაბედა და ჩავიდა. შემდეგ კოპალა მიეპარა, გარინჩა ჯერ შორიდან უვლის, დღის ბოლომდე ჩავა იმედია.
წყალი დათვების ცხოვრებაში აუცილებელია. იმისათვის რომ, მათ ბუნებაში სრულფასოვნად იცხოვრონ, თევზაობა კარგად უნდა ისწავლონ. ცოტა ხანში ამ პატარა აუზში პატარა თევზები დასახლებიდან და ვნახოთ რას იზამს ჩვენი სამი მუშკეტერი,” – წერენ დათვების რეაბილიტაციის გვერდზე.
