LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხესა და ვალეში ახალი სკოლები გაიხსნა

109

13 დეკემბერს, სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 საჯარო სკოლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზეიმოდ გახსნეს.

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 000–მდე კვადრატულ მეტრს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000 მოსწავლისთვის.

მაგდა მაღრაძეის თქმით,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო განთლების ხარისხის გაძლიერებას.

“თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სკოლების აღჭურვა ხელს შეუწყობს აღნიშნული დისციპლინების გაძლიერებას და სწავლა–სწალების ხარისხის გაუმჯობესებას.“

ელჩის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაცია და ლაბორატორიებით აღჭურვა მოსწავლეებს მსოფლიო დონის განათლების მიღებაში დაეხმარება.

„მოხარული ვარ სამინისტროსთან და ფონდათან ერთად მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ მომენტში და საზეიმოდ გავხსნათ ახალციხის N1  საჯარო სკოლა. აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, აფინანსებს საქართველოში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს.

ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწვალეებს მივცემთ მსოფლიო დონის განათლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გაძლიერებას და კეთილდღეობას.“– განაცხადა აშშ-ის ელჩმა მისმა აღმატებულება იან კელიმ.

სტუმრებმა ახალციხის სკოლის გახსნის შემდეგ, ახლადრეაბილიტირებული ვალეს საჯარო სკოლაც მოინახულეს.  ვალეს სკოლაში სრულად რეაბილიტირდა ორი ათას კვადრატულზე მეტი ფართი და  300–ზე მეტი მოსწავლე თანამედროვე გარემოში იღებს განათლებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს.  სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 12 ათასი მოსწავლისთვის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g