ახალციხეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა.
როგორც „ახალციხის კლინიკა იმედის“ აღმსარულებელმა დირქტორმა გიორგი ბარძიმაძემ განაცხადა, ის კლინიკაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.
„ახალციხის კლინიკა იმედში“ საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს პიროვნება, რომელსაც ჩაუტარდა კვლევები, გადაგზავნილი იყო ნაცხის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში, საიდანაც დღეს დილით მოგვივიდა შეტყობინება, რომ კოვიდინფექციაზე პასუხი იყო დადებითი. აღნიშნული პიროვნება დღეს დილითვე 10 საათისთვის გადაიყვანეს Covid-ის სამკურნალო შესაბამის დაწესებულებაში“- განაცხადა „ახალციხის კლინიკა იმედის“ აღმსარულებელმა დირქტორმა გიორგი ბარძიმაძემ.
