ღებინება, მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე – ამ სიმპტომებით ახალციხის ჰოსპიტალში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები შეიყვანეს.ექიმები ვირუსის სახეობას ზუსტად ვერ ასახელებენ.
„რა ჭამეს ბავშვებმა, რა დალიეს და რას შეიძლება გამოეწვია ეს ყველაფერი, ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღებული სინჯების საშუალებით დაადგენს, ამ სინჯებს შესაბამის ლაბორატორიას გავუგზავნით და იქ გამოიკვლევენ”, – ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელძღვანელი ფატი ხაბულიანი
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მანანა ბერიძე პირველ არხთან აცხადებს, რომ ამ დრომდე საავადმყოფოში 16 ბავშვი რჩება.
ბერიძის ინფორმაციით, ქალაქში მოქმედ რვა საბავშვო ბაღში, იმ ბავშვებს შორის, რომლებიც დღეს ბაღში არ გამოცხადდნენ, კლინიკური ნიშნები 68–ს აღენიშნება. სიმპტომები ბავშვებს რამდენიმე დღის წინ დაეწყოთ.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მუნიციპალიტეტში არსებულ რვავე ბაღში ვითარების შესწავლა უკვე დაიწყო. მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო სურსათის უვნებლობის სამსახურმაც