ორშაბათს 22 ივლისს კომპანია „უორნერ ბროსმა“ ახალი ფილმის The Goldfinch პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. ფილმის რეჟისორი ჯონ კრაულია და მასში მთვარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ენსელ ელგორტი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტს საფუძვლად უდებს 2013 წელს დონა ტარკის ბესტსელერი.
სიუჟეტის ცენტრში მოზარდი ტეო დეკერია, რომელმაც დედა „მეტროპოლიტენ მუზეუმში“ მომხდარი აფეთქებისას დაკარგა. The Goldfinch კი წარწერა გახლავთ ნახატისა, რომელსაც ტეო ამ ტრაგედიის დროს მოიპარავს. დღე, როდესაც ის დედას კარგავს და დანაშაულს სჩადის, გარდამტეხი აღმოჩნდება მის ცხოვრებაში. ფილმში მსახიობების წარსული და აწმყოა ნაჩვენები. ნიკოლ კიდმანი ტეოს აღმზრდელის როლში გვევლინება. კინოსურათში ასევე სარა პოლსონი და ჯეფრი რაში მონაწილეობენ.