ნეონატოლოგმა მარინა ღარიბაშვილმა „NEO TV“-სთან ინტერვიუში მეძუძური დედების კვების რეჟიმსა და ამ თემის ირგვლივ არსებულ მითებზე ისაუბრა.
ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე მედიცინაში დედების მკაცრი დიეტები და შეზღუდვები წარსულს ჩაბარდა, ხოლო გავრცელებული შეხედულებები რძიანი ჩაისა თუ ყავის აკრძალვის შესახებ რეალურ საფუძველს მოკლებულია.
მისი თქმით, ახალგაზრდა მშობლებისთვის მთავარ გამოწვევას ხშირად გარშემომყოფების მოძველებული და არასწორი რჩევები წარმოადგენს.
„ვინ არის ახალგაზრდა დედის ყველაზე დიდი მტერი? არც კაპიტალისტი, არც მუსულმანი, არც ქრისტიანი და არც არავინ… ყველაზე დიდი მტერი ეს არის დედა, დედამთილი და მეზობლის ქალები თავისი ბნელი აზრებით, რომლებიც ახალგაზრდა დედას უტვირთავენ თავიანთ თავს. რძიანი ჩაი, რომელსაც ბებიები ასმევენ თავიანთ შვილებს დღეში ათ ჭიქას და ერთი ჭიქა ყავის დალევის უფლებას არ აძლევენ, კოფეინი მათში ერთნაირად არის. ყავა ერთ-ერთი კარგი რძის მომყვანია და არანაირ ძილს არ უფრთხობს.
მე უკვე ათი ათას დედაზე დაკვირვებით შემიძლია ამაყად გასწავლოთ, რომ მეძუძური დედის დიეტები და ნახევარ შიმშილით არსებული დედები, რომლებიც სხედან და საჭმელზე ოცნებობენ, ეს უკვე წასული დროა. დედას ერთადერთი შეუძლია რეჟიმულად და კალორიულად იკვებოს. მითია რძიანი ყავა, რძიანი ჩაი.“
@neotv.ge როგორ უნდა იკვებებოდნენ მეძუძური დედები? #foryou #viral #medicina #clinic #virar #Pregnant #Childbirth ♬ Chopin Nocturne No. 2 Piano Mono – moshimo sound design
