LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ექიმი მონიკა დანელია გარდაიცვალა – „შენთან რა უნდოდა სიკვდილს“.. საუკეთესო დედა, მეუღლე, შვილი, მეგობარი და ექიმი რომ იყო, ამიტომ უნდა ეცოცხლა ძალიან დიდხანს, კიდევ უამრავი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაერჩინა“

5175
Untitled design

ქუთაისში ახალგაზრდა ექიმი, მონიკა დანელია გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი ავრცელებს:

„არაჩვეულებრივი ადამიანი, განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობებით გამორჩეული, პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი დააკლდა ჩვენს კლინიკას.

კლინიკის ადმინისტრაცია, თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მონიკა დანელიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს“, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

არაჩვეულებრივი ადამიანი ,განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობებით გამორჩეული, პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი დააკლდა ჩვენს…

Posted by თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი on კვირა, 24 სექტემბერი, 2023

 

ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებას ეხმიანებიან მოქალაქეები:

„შენთან რა უნდოდა სიკვდილს“, „მართლაც, ძალიან კარგი ადამიანი“ – წერენ კომენტარებში.

ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელიც:

„ეს საშინელი უსამართლობა, ბოროტება და სისასტიკეა. ალბათ უამრავი ადამიანი იტყვის, რომ ღმერთს საუკეთესოები მიჰყავსო, ამაზე საშინელი ვითომდა მანუგეშებელი სიტყვათა წყობა იშვიათად მეგულება.

საუკეთესო დედა, მეუღლე, შვილი, მეგობარი და ექიმი რომ იყო, ამიტომ უნდა ეცოცხლა ძალიან დიდხანს, იმ დროს როცა უამრავი არაადამიანი ამძიმებს დედამიწას.

მონიკას საუკეთესო შვილები უნდა აღეზარდა და კიდევ უამრავი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაერჩინა და გაეხანგრძლივებინა. აი რომ ვერაფერს შევცვლით სიტყვებით და ვერც საქმით, ნეტავ შეიძლებოდეს.

თუ ამას სამყაროსთვის შეუცნობლობის სამართალი ჰქვია, მაშინ მიმიფურთხებია ასეთი სამართლისთვის. არც სამართალი ყოფილა და არც კანონზომიერება, არც ძალა და არც სიყვარული.

მიხარია, მეამაყება და ძალიან მტკივა, რომ ვიცნობდი“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ჭელიძე.

magti 5g